ქანდაკება

წიგნი განკუთვნილია ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც სახელოვნებო მიმართულებებზე სწავლობენ. ასევე ამ საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.
წიგნი ეძღვნება სახვითი ხელოვნების დარგს – ქანდაკებას. დახასიათებულია ქანდაკების თავისებურებები, სახეები, მასალა და ტექნიკა. ცალკეული თავები ეძღვნება ქანდაკების გამომსახველობით ენას, მხატვრულ ხერხებს: კომპოზიციას, ანუ პოზის და ფიგურის მოძრაობის მნიშვნელობას ქანდაკებაში, კონტურისა და სილუეტის პრობლემას, ასევე ხედვის წერტილებს, ზედაპირის დამუშავებას, ქანდაკებისა და გარებოს კავშირის თავისებურებებს.
ტექსტში განმარტებულია ქანდაკებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია. მნიშვნელოვანია, რომ მასალა მოწოდებულია როგორც მსოფლიო, ისე ქართული სკულპტურული ნიმუშების განხილვის გზით.
წიგნში მოცემულია ყველა განხილული ქანდაკების ილუსტრაცია და ახლავს ტერმინოლოგიის მცირე ლექსიკონი.

ავტორი: ნატო გენგიური
დიზაინი: ივანე კიკნაძე

გამოცემის წელი: 2006