ფოტოალბომი „საქართველო“
ეს ფოტოალბომი აერთიანებს ფოტოხელოვანის ზურაბ გენგიურის საავტორო ფოტოებს, რომლებიც მან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამ გამოცემისთვის გადაიღო. აქ საქართველოს ცნობილი თუ ნაკლებ ცნობილი ადგილები, არქიტექტურული ძეგლები თუ ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები ახალი რაკურსით წამოგვიდგება.
საქართველოს კუთხეების მრავალფეროვან, ეფექტურ ხედებს, ფოტოგრაფი იქ მცხოვრები ადამიანების სახასიათო ფოტოებით ამდიდრებს.
- 125 ფოტო სამენოვანი მინაწერებით – ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
- ტექსტი საქართველოს შესახებ სამ ენაზე
- საქართველოს რუკა ისტორიული პროვინციების აღნიშვნით
- ილუსტრაციები აღჭურვილია QR კოდებით, რაც ფოტოებზე აღბეჭდილი ადგილის google-ის რუკაზე ზუსტი მდებარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა
ტექსტის ავტორი: ნატო გენგიური
დიზაინი: ივანე კიკნაძე