ფოტოალბომი „ჩემი ფეხბურთი“

ჩემი ფეხბურთი — ცნობილი ფოტოჟურნალისტის, ვარლამ (ვალიკო) გენგიურის არქივიდან შერჩეული კადრები. მისი, როგორც ქართველი ფოტოხელოვანის, პროფესიული ბიოგრაფია ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. იგი 1961 წლიდან მუშაობს პრესაში და XX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ცხოვრების ფოტომემატიანეა.

ალბომში თავმოყრილია ვარლამ გენგიურის თბილისის „დინამოსა“ და ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული დაახლოებით 300 უნიკალური საავტორო ფოტო. წიგნს ახლავს ტექსტები — ავტორის ბიოგრაფია, შემოქმედების მიმოხილვა, კოლეგების მოგონებები.

წიგნი-ალბომი „ჩემი ფეხბურთი“ ინახავს სტადიონის ხმაურს, ემოციებსა და ეპოქის განწყობას — ესაა სპორტის, ფოტოგრაფიისა და მეხსიერების ისტორია, რომლის ნახვა ნებისმიერ ადამიანს გაახარებს, ვისაც უყვარს ფეხბურთი, ფოტოხელოვნება, ქართული სპორტი და კულტურა.

წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

წიგნის ავტორ-შემდგენელი: ვარლამ გენგიური
პროექტის ხელმძღვანელი: ნატო გენგიური
ქართული ტექსტის რედაქტორი: პაატა ნაცვლიშვილი
ფოტო რედაქტორი: ზურაბ გენგიური
კონსულტანტები: დემიკო ლოლაძე, გურამ კალანდაძე, თენგიზ გაჩეჩილაძე
დიზაინერი: ივანე კიკნაძე
მთარგმნელები: ირაკლი ბერიძე (ინგლისური), ივანე კიკნაძე (რუსული)
კორექტორი: მანანა სანადირაძე

გამოცემის წელი: 2025