ახალი ცოდნის შექმნა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშთა, ხელოვნების ძეგლთა შესახებ, რასაც ახორციელებს ინფორმაციის შეგროვების, ექსპედიციების მოწყობის, საარქივო მუშაობის და სხვა სამეცნიერო მეთოდთა გამოყენების გზით;
ძველი და ახალი ეპოქების ქართული ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდერობის ძეგლთა შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობის ხელშეწყობა, როგორც ქართული, ისე მსოფლიოს დაინტერესებული საზოგადოებისთვის;
ქართული ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზება, მასზე უტყუარი, სანდო სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელების, ბეჭდური და ელექტრონული ლიტერატურის მომზადების, გამოცემის, კონფერენციების, სემინარების ორგანიზების და სხვა საშუალებებით.